შიდა ქართლის გუბერნატორი ხურვალეთზე: მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას
ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას – ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის საკითხზე განუცხადა.
შიდა ქართლის გუბურნატორი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მივიდა. ის ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.„ეს იყო პ
როვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ადგილზე, სოფელ ხურვალეთში. აქ სიმშვიდეა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც და არანაირი დაძაბულობა არ არის მოსალოდნელი“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.