ლევან ნიკოლეიშვილი: იქნებ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცადოთ, გააკეთონ თავიანთი საქმე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ სთხოვენ სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებას იქ ჩასვლას, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამბობს, რომ ხურვალეთში ინციდენტები არ ფიქსირდება.
“ხურვალეთთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამბობს,რომ-“ხურვალეთში ბორდერიზაციის კუთხით, ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა”.
“რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს…” სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებები კი ასეთია.
რატომ უნდა ჩავიდნენ? რა უნდა გააკეთონ? უფროსი ვინ არის? გეგმა რა აქვთ?
იქნებ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცადოთ, გააკეთონ თავიანთი საქმე!
1. სახელმწიფომ უნდა სასწრაფოდ აღკვეთოს პანიკა და პანიკური განცხადებები, რასაც შესაძლოა პროვოკაციები მოჰყვეს;
2. სახელმწიფო სტრუქტურებმა აკეთონ თავიანთი საქმე;
3. აღნიშნულმა სტრუქტურებმა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას!
სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცადოთ, გააკეთონ თავიანთი საქმე!” – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, განცხადება გაავრცელა სუს-მა. სადაც ნათქვამია, რომ უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები