კასპში მამაკაცი ცოლს ნაჯახით აჩეხვით ემუქრებოდა-ბრალდებული დაკავებულია(ვიდეო)

54 წლის მამაკაცი, რომელიც მეუღლეს ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ძალადობისა და მუქარის ბრალდება წაუყენეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.ქ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩოჩეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1977 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაჯახით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები