დეკანოზ მამალაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავა ქუჩის მკვლელობის საქმეები – აშშ-ის კრიტიკულ ანგარიშში გახმაურებული საქმეები მოხვდა

0

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე აშშ-ს მთავრობის კრიტიკულ ანგარიშში მოხვდა.  დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ მსჯავრდებული სასულიერო პირი მოკლებულია სამართლიან სასამართლოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოძიება მირზა სუბელიანის სასარგებლოდ მიმდინარეობდა.

„აგვისტოში, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი მამალაძის სააპელაციო სარჩელი, რომელიც 2017 წელს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულეს. სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ გამოძიებამაც და სასამართლომაც განსასჯელი სამართლიანი პროცესის გარეშე დატოვა. 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ესროლეს კონტრტერორისტული ოპერაციის დროს პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში. მისი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მკვლელობა გაუმართლებელი იყო. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების მნიშვნელობას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს გამოძიება ინტეგრირებულობის არარსებობის გამო. სექტემბერში, კომისიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ გამოძიება დათმობაზე მიდიოდა პროკურატურის ყოფილი გავლენიანი წარმომადგენლის მირზა სუბელიანის სასარგებლოდ. რადგან საგამოძიებო პროცედურამ, მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების შეგროვების ჩათვლით, სრულიად გვერდი აუარა სუბელიანს და მის ორ ნათესავს, რომლებიც დანაშაულში ფიგურირებდნენ. კომისიამ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გულგრილობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა,” -ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი