სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს, რომელიც “ურანის” გასხვისების აღკვეთას ეხებოდა, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილ საქმეს, რომელიც ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების საქმეს ეხება “ვაშინგტონ პოსტი” და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებები: Associated Prees, Newyork Times, Fox news-ი და სხვა წამყვანი პორტალები გამოეხმაურნენ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.
დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას”,- აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
„გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო“,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.washingtonpost.com/world/europe/2-arrested-in-georgia-for-trying-to-sell-uranium/2019/03/13/dc0def4c-4586-11e9-94ab-d2dda3c0df52_story.html?fbclid=IwAR07DFzsvzn54WwDQ952i4hsWl8lu3cWijPCKeQfRhH9ilqMBzp8TXHePmo&noredirect=on&utm_term=.a7cdf3929c22

https://www.apnews.com/9b30fa2edfba4e059bc86f59ed655294?fbclid=IwAR2JBAKKEfEQ9H8XLWV-ETKQlqqFUqhhXpmsWAv2tWWBlPqF2SqwV0l_UIQ

https://abcnews.go.com/International/wireStory/arrested-georgia-sell-uranium-61651204?cid=share_facebook&fbclid=IwAR1pqJH6lFRS4azy-kEA015_iPJEn77M8LhSNds33agdl3BVZvlp_CVnAFo

https://www.foxnews.com/world/2-arrested-in-georgia-for-trying-to-sell-uranium?fbclid=IwAR3W-yTxgeyUE8rQTV90JpvGOpJ7Aut66lbipKIT2734Kad00hd1VufkW_4

https://vancouversun.com/pmn/news-pmn/2-arrested-in-georgia-for-trying-to-sell-uranium/wcm/a08512f1-44d7-4b53-ad3e-91e89c79bf7a?fbclid=IwAR2TKjIT36TW5oUamkNI7-gonH_53gOCVmPvw41p8L7DgTOZ0exjQfX8Rps

https://toronto.citynews.ca/2019/03/13/2-arrested-in-georgia-for-trying-to-sell-uranium/?fbclid=IwAR2JBAKKEfEQ9H8XLWV-ETKQlqqFUqhhXpmsWAv2tWWBlPqF2SqwV0l_UIQ

https://thesouthern.com/news/world/arrested-in-georgia-for-trying-to-sell-uranium/article_c70c94d8-4f02-5fd3-bab9-a701bb4ba784.html?fbclid=IwAR3JIN-4jGYNBPLrt59Vi2A6fi7TYjX2Gg-dnNu1cvS8RYQtnUEJ19UnMjk

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები