“2008 წლის ვითარებამ, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, გამოიწვია ძველი ასოციაციების პროვოცირება, ჩვენ არ გვსურს ძველი გავლენის ქვეშ დაბრუნება”

პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები პრაღაში ნატოს გაფართოების 20-წლისთავს აღნიშნავენ. 20 წლის წინ სამი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა, 5 წლის შემდეგ კი ნატო-ს სლოვაკეთიც შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას “Polskie Radio” ავრცელებს.
აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც ნატო-ს წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს ალიანსისთვის. ამის მიზეზი “რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედება და მუქარაა”, რომლებიც პრაღაში ოთხივე პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემა იყო.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონელები უკვე კარგად აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ნატოს წევრობა.
“გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ჩვენს ირგვლივ 2008 და 2014 წლებში შეიქმნა, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, შემდეგ კი უკრაინას, ერთმნიშვნელოვნად გამოიწვია ძველი ასოციაციების პროვოცირება: რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, დასავლეთისადმი ლტოლვა, გავლენის სფეროს გაფართოება, რიგი ქვეყნების დაპყრობა და პირველ რიგში, საკუთარი ძველი გავლენის სფეროს დაბრუნებაა, რომელშიც არცერთ ჩვენს ქვეყანას არ სურს დაბრუნება. ზუსტად ამიტომ ვაფასებთ პოლონეთში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს”, – განაცხადა პრაღაში პოლონეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები