ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო, ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 12 მარტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს, სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.
მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის.
​ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა, ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები