სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში, დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში”, – აცხადებს პრეზიდენტი.
გალში დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.