არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა

„თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა და მომავალშიც მიეცემა ასპარეზი, რომ საქმიანობა გააგრძელოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ რეალურად, თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ზომიერი კომენტარი გააკეთა.
„ეს არის ერთ-ერთი მიმდინარე, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის კომპეტენციაში შედიოდა, ამ მომენტისთვის ამ საკითხზე შიგნით შეთანხმება მიღწეულია. აქ არ არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე საუბარი. გუნდში ამის გარშემო არსებობს ერთსულოვნება. თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა და მომავალშიც მიეცემა ასპარეზი, რომ გააგრძელოს საქმიანობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები