მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ვაი-ვიში, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, არარეალურია

პრობლემა, რომელიც ძალით უნდათ ჩვენს ოპონენტებს, თავზე მოგვახვიონ. მათი ვაი-ვიში, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მათდა სამწუხაროდ, არ არის რეალური, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით გააკეთა.
„გარკვეული საკითხი სამთავრობო დონეზე იყო გადასაწყვეტი, ეს მთავრობის შიდა თემებია და ამ საკითხებზე არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა ამოწურულია. აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს. პრობლემა, რომელიც ძალით უნდათ ჩვენს ოპონენტებს, თავზე მოგვახვიონ. მათი ვაი-ვიში, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მათდა სამწუხაროდ, არ არის რეალური. გუნდის დაშლასთან დაკავშირებით ეს არის ტრენდი, რომელიც ოპოზიციას უნდა, რომ დაამკვიდროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია.
თეა წულუკიანმა კი დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად რჩება. „თემა ამოწურულია, შესაბისად, ჩვენ ვაგძრელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები