მამუკა ბახტაძე: თეა წულუკიანი ღირსეული ადამიანია, მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი მის გარეშე

“მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე. ის ძალიან ღირსეული ადამიანია და მინდა გითხრათ, რომ მას ყველა რეფორმაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა.
„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაც არის, მოვახდინო საკითხის შეჯერება და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება. საკითხი არის შეჯერებული, აზრთა თანხვედრა არის ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს შორის ყველა ინიციატივის გარშემო იმართება ცხარე დისკუსია და კამათი.
„თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ ჩვენ ისე ვიხილავთ ინიციატივებს, რომ მის გარშემო არ ხდება დისკუსია, მინდა, დაგარწმუნოთ, ეს ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია, რითაც ჩვენ წარვდგებით ხოლმე საზოგადოების წინაშე, ეს არის ნორმალური და ეს არის ის მართვის პრინციპი, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები