კობა დავითაშვილი: მოსამართლეები, რომლებმაც თქვეს, ჩვენ ყველანი მურუსიძეები ვართო, საზოგადოების ნდობას არ იმსახურებენ

მოსამართლეები, რომლებიც შეიკრიბნენ და თქვეს, ჩვენ ყველანი მურუსიძეები ვართო, არც ჩემს და არც საზოგადოების ნდობას არ იმსახურებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
დავითაშვილი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხდა, რომ საჭიროა, სასამართლო რეფორმა ჩატარდეს და სასამრთლო ხელისუფლება თავიდან დაკომპლექტდეს.
„ფუნდამენტური გამოსავალი არის სასამართლო რეფორმა. უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა ამ რეფორმისგან, როგორი სასამართლო გვინდა. ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა დამოუკიდებელი და კვალიფიციური სასამართლო. დამოუკდიებლობის მიღწევის რამდენიმე გზა არსებობს, ერთერთია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რადგან მათი მოხსნა არავის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს ინსტიტუტი აპრობირებულია მსოფლიოში. მიჩნეულია, რომ დამოუკდიებლობის ერთერთი გარანტიაა, მაგრამ არა ერთადერთი.
იუსტიციის საბჭოს ორმა წევრმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, საზოგადოებას გაახსენა, ასპარეზზე გამოიყვანა და თავადაც სიხარულით გამოვარდნენ კამერებთან მურუსიძე, გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე. მათ დაემატათ იუსტიის საბჭოს სხვა წევრებიც. მეთოფიშვილმა გამოიჩინა თავი ბევრი ლაპარაკით. ხალხს გაახსენეს, ვინ იყვნენ. საზოგადოებას ზოგჯერ მეხსიერება ღალატობს , ახალი ამბავი ხდება, ძველი გვავიწყდება. ერთი გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო, რომელზეც სტრასბურგის სასაამრლოს გადაწყვეტილება არსებობს მკვეთრად ნეგატიური. მეორე პოლიტპატიმრებს ასამართლებდა, იგივე დაჩი ცაგურიას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში შეიტანეს სასამართლო დარბაზში. მომასართლეს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, ისე მიუსაჯა დასახიჩრებულ ადამიანს პატიმრობა. როც ასეთ მოსამართლეებზე საზოგადოებას ავიწყდება, კარგია, რომ გამოჩნდა ორი ადამიანი, რომელამც საზოგადოებას გაახსენა , მათ მადლობა ეკუთვნით, ანა დოლიძესაც და ნაზი ჯანეზაშვილსაც.
საზოგადოებას გაახსნედა, ვინ არიან ეს მოსამართლეები და არანაირი სურვილი არ აქვს ესენი უვადო მოსამართლეებად იხილოს.
როცა მოსმართლეთა კონფერენცია იქნა მოწვეული, უმეტესობა წამოხტა და თქვა, ჩვენც მურუსიძე ვართო .
თუ სასამართლო გვაინტერესებს, მე მიმაჩნია ასე, მოსამართლეები , რომლებიც შეიკრიბნენ და თქვეს, ჩვენ ყველანი მურუსიძეები ვართო, არც ჩემს და არც საზოგადოების ნდობას არ იმსახურებენ. გაირკვა, რომ მოსამართლეების უმეტესობა თავს მიიჩნევს მურუსიძედ , ამიტომ, ეს ხალხი უნდა გავუშვათ. უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და თავიდან დაკომპლექტდეს სასამართლო ხელისფუელბა. ყველას უნდა ჰქონდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება, გამოცდებიც თავიდან უნდა ჩაბარდეს და გარდაიქმნას მართლმსაჯულების სისტემა. დიდი ხანია , ვამბობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს და მისი ფუნქციები გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოებს. უნდა ჩატარდეს ახალი კონკურსი, რომლის საფუძველზეც უნდა დაინიშნოს ყველა, იმათი გამოკლებით ვინც არის მურუსიძე, ან თავს მიიჩნევს მურუსიძედ.
პარლამენტის თავმჯდოამრესგან მოვისმინეთ, „ოცნების“ პოზიციაც ასეთია- ეს ხალხი ცუდ საქმეებს აკეთებდა, ახლა კარგ საქმეებს აკეთბსო. პირველი – უნდა დაასახელონ რა კარგი საქმეები გააკეთა მურუსიძემ, მე არ მახსენდება. ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მოინანიოს. მაგრამ სად არის ეს სინანული? სინანულს ვერ ვხედავ. მურუსიძეს რომ ეკითხებიან გირგვლიანის საქმეზე, პასუხობს იურიდიულად ყველაფერი მართალი დავწერეო. ამ ადამიანს სახეზე აწერია – „ მერე რა, ხომ შემრჩაო“ , მინდა, რომ არ შერჩს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ეს განცდა აქვს, არ უნდა რომ მურუსიძეს შერჩეს“, – გაანცხადა დავითაშვილმა.
კობა დავითაშვილი მმართველ გუნდში მიმდიანრე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაპირისპირების რეალური მიზეზი მოსამართლეების დანიშვნის თემა არ ყოფილა.
„აქტუალური რომ არ გამხდარიყო, ეს საკითხი არავის ახსოვდს, არც ჩემს მეგობარ ეკა ბესელიას, არც ირაკლი კობახიძეს. ეს არ არის დაპირისპირების მიზეზი. დაპირისპირების მიზეზი სხვაა, იქ არის უფრო მეტად პიროვნული მომენტები , რომ ბიძინა ივანიშვილის თვალში კობახიძეა მთავარი ფიგურა, ვინც პარლამენტს უნდა მიხედოს და გაანაწილოს თანამდებობები ,ვინ იყოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვინ არ იყოს , ვინ უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაზე. კობახიძე ამას აკეთებს, როგორც ჩანს, ისე აკეთბს, რომ ღალატობს ტაქტის გრძნობა იმ ადამიანების მიმართ რომლებსაც რაღაც დამსახურებები აქვთ როგორც „ოცნების“ წინაშე, ისე ივანიშვილის წინაშე . მათ აქვთ განცდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ . სერიოზული შიდა კონფლიქტია, მაგრამ ეს კონფლიქტი არის თანამდებობებზე და არ სასამრთლოზე“, – განცხადა დავითაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები