გია ვოლსკი: თეა წულუკიანს პარლამენტთან რაიმე საკითხზე წინააღმდეგობა არ ჰქონია

„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, თეა წულუკიანს პარლამენტთან რაიმე საკითხზე წინააღმდეგობა არ ჰქონია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის აზრით, წულუკიანის განცხადება, იმის დასტურია, რომ მინისტრი არაფერს მალავს.
მისივე განმარტებით, მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაა.
„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც ის საუბრობს საზოგადოების საყურადღებოდ არის გამოტანილი, არაფერს არ მალავს და თემასთან დაკავშირებით, რომ აზრთა სხვადასხვაობაა მთავრობაში, ამის შესახებ ღიად საუბრობს. თემასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, პარლამენტთან არ ჰქონია რაიმე საკითხზე წინააღმდეგობა და მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრები მეტ დეტალებს მოგახსენებენ”, – აცხადებს გია ვოლსკი.​
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მის უწყებაში რამდენიმე საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ განსახილველი საკითხების გადაჭრისას თუ მისი პოზიცია გაზიარებული არ იქნება ის „გვერდზე გადგება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები