ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტორები საქართველოში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება.
მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ ინვესტორები საქართველოს უპრეცედენტო ნდობას უცხადებენ.
„დღეს სახეზე გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო ნდობის გამოცხადება, რაც რეინვესტირების 45.3%-იანი მაჩვენებლით დასტურდება და მსოფლიოში გამორჩეულ შედეგად შეიძლება შეფასდეს. უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტის რეინვესტირება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები საქართველოში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ და მზად არიან, ქვეყანასთან გრძელვადიანად ითანამშრომლონ.
2018 წელს საქართველოს მიერ ჯამურად მოზიდული 1 მილიარდ 232 მილიონი აშშ დოლარი სოლიდური შენატანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამასთან ერთად, „ფიტჩის“ რეიტინგის 2019 წლის დასაწყისში გაუმჯობესება, რაც 2011 წლის დეკემბრის შემდგომ არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ უზრუნველყოფს საქართველოში ახალი მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმები კი ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს, მოქნილსა და ეფექტიანს გახდის“, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები