ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს: სასიამოვნოა, რომ რუსეთი თქვენს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩება

კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
“ჩვენ სავსებით სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველვყოთ როგორც სახელმწიფოს სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე უსაფრთხოებაც. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ურთიერთობები იმავე ხარისხით გაგრძელდება. ვიცი, რომ ივნისში თქვენ საპარლამენტო არჩევნები გელით და დარწმუნებული ვარ, თქვენ უზრუნველყოფთ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ჩვენ ჩვენი მხრიდან, შეთანხმებისამებრ, გამოვაგზავნით დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთში. სასიამოვნოა, რომ რუსეთი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები