გლაზგოს უნივერსიტეტში ბომბი იპოვეს
შოტლანდიაში, გლაზგოს უნივერსიტეტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ვებ-გვერდი “სკოტლანდ-იარდი” ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული ინციდენტი, შესაძლოა, ლონდონში გაგზავნილ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან იყოს კავშირში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბომბები, სავარაუდოდ, ირლანდიიდან არის შემოტანილი.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში, ვატერლოოს სარკინიგზო სადგურზე და ქალაქის აეროპორტში მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. როგორც ცნობილია, სამი ცალი მცირე ზომის ბომბი სამ სხვადასხვა ადგილზე საფოსტო, ყვითელი ფერის ამანათებში იყო შეხვეული.