დანაშაულებრივი სქემით ქურდობა – ოდესაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ფოტო)
ოდესაში, ბელიაევის რაიონული პროკურატურის მოთხოვნით დაკავებულია საქართველოს 28 წლის მოქალაქე, რომელიც ქურდობაშია ეჭვმიტანილი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, ორი თანამზრახველი სავაჭრო ცენტრ “ახალი ხაზი”-ს ავტოსადგომზე იმყოფებოდა და პოტენციურ მსხვერპლს ელოდა. ისინი აკვირდებოდნენ ვინ არ კეტავდა მანქანებს. ბოლოს, მათ გახსნეს მანქანა, სადაც 10 წლის ბიჭი იჯდა, მოიპარეს ჩანთა, სადაც ფული და ძვირფასეულობა იყო. ჯამში ნაქურდალის ღირებულება ერთ მილიონ გრივნს აღწევდა.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთ დამნაშავეს ცხელ კვალზე მიაგნეს. ამ დროისთვის საგამოძიებო-ოპერატიული სამუშაოები გრძელდება.