ახალი შეზღუდვები ტურისტებისთვის – რა ცვლილებებია იტალიაში

იტალიის ჩინკვე-ტერრეს ცნობილ სანაპირო ზოლზე ტურისტებისთვის სანდლებითა და საზაფხულო ფეხსაცმლით სიარული აკრძალულია. წესების დაუმორჩილებლობისთვის დაწესებულია ჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “The Local” ავრცელებს.
ტურისტების დაჯარიმება იტალიაში მას შემდეგ გადაწყდა, რაც მაშველებმა მოგზაურებზე საჩივარი დააფიქსირეს, რომ ხალხი შეუსაბამო ფეხსაცმლით მიდის ლიგურიას კლდოვან ადგილებში, რითაც ისინი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.
მედიის ცნობით, ჯარიმა 2500 ევროს შეადგენს.
დამსვენებლების ინფორმირების მიზნით, მეთევზეთა პატარა სოფლებში, რომლებიც ჩინკვე-ტერრეს ტერიტორიაზე მდებარეობს, სპეციალური აბრები იქნება განთავსებული. გარდა ამისა, დამსვენებლების ფეხსაცმელებს პოლიციელებიც გააკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები