“სახელწიფო არ არის ვალდებული სკოლის მოსწავლეები კვებით უზრუნველყოს”
რუსეთში, ვლადიმერის რაიონში, რამდენიმე დღის წინ სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების უფასო საუზმით უზრუნველყოფა გაუქმდა, ამასთან დაკავშირებით განცხადება ვლადიმერის რაიონის განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ოლგა ბელიაევამ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო არ არის ვალდებული, სკოლის მოსწავლეები კვებით უზრუნველყოს.
ჩინოვნიკის თქმით,”სწავლების შესახებ” კანონიდან გამომდინარე სკოლა პასუხისმგებელია, უზრუნველყოს კვების პირობები, რაც სამზარეულოს ტექნიკით და ადგილით უზრუნველყოფას გულისხმობს, ხოლო თავად კვების უზრუნველყოფა – ეს მშობლების საქმეა.