ბოლტონი: თუკი კორეა ბირთვულ განიარაღებაზე უარს იტყვის, ამერიკა მას სანქციებს გაუმკაცრებს

​ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორეის მიმართ სანქციებს იმ შემთხვევაში გაამკაცრებს, თუ ის ბირთვულ განიარაღებაზე უარს განაცხადებს. ამის შესახებ ტელეარხ “Fox News”-თან ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
ბოლტონის თქმით, იმის ფონზე, რომ ტრამპს არ სურდა ცუდად დაესრულებინა ხანოეში ჩრდილო კორეის ლიდერთან შეხვედრა, კიმ ჩენ ინისგან ამერიკა საპასუხო ნაბიჯს ელოდება და პრეზიდენტს სურს გაიგოს, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი კორეა, ამასთან, დაინახოს მზაობა მომდევნო მოლაპარაკებებისთვის. ბოლტონის განცხადებით, მთავარია კორეამ ბირთვული არსენალი გააუვნებელყოს.
როგორც ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, თუკი ჩრდილო კორეა განიარაღებაზე თანახმა არ იქნება, მას სანქციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს, არ შეუმცირდება. არამედ, პირიქით, რეჟიმი თანდათან გამკაცრდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები