პუტინმა დაგროვებითი პენსიები კვლავ გაყინა – ახალი საჩუქარი პრეზიდენტისგან
რუსეთის მოქალაქეებმა შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ, რასაც უზრუნველი სიბერისთვის მთელი ცხოვრება აგროვებდნენ. წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ მათ “საჩუქარი” გაუკეთა – დაგროვებითი პენსიის ნაწილი გაყინა.
სახელმწიფო დუმამ კენჭი უყარა, ხოლო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეების დაგროვებითი პენსიის ანგარიშები გაყინა. მოქალაქეები თანხას სულ მცირე 2021 წლამდე ვერ მიიღებენ.
რუსეთში დაგროვებითი პენსიის სისტემა 2002 წელს ამოქმედდა. მაშინ რეფორმა ჩატარდა, რომლის თანახმადაც, ყველა დარიცხვა საპენსიო ფონდში ხელფასიდან 22% ნაწილდებოდა: 16% მოქმედ საპენსიო გადახდებზე მიდიოდა, ხოლო 6% საკუთარ ანგარიშზე ინახებოდა. ამგვარად, როდესაც მოხუცები კუთვნილ დასვენებას მიიღებდნენ, მათ გაცილებით მეტი თანხის მიღება შეეძლოთ პენსიის სახით.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 40 მილიონმა ადამიანმა შეძლო, ანუ მომუშავე მოქალაქეების თითქმის ნახევარმა. ამის შესახებ ეკონომისტი სერგეი ჟავრონკი საუბრობს. მათ შორის, ვინც დაგროვებითი საპენსიო ფონდით ისარგებლა, თავად ეკონომისტიც არის. პენსიისთვის მან 600 ათასი რუბლის დაგროვება შეძლო, მაგრამ ამ თანხის მიღების შანსი ახლა ძალიან დაბალია.
“ხელისუფლებამ მკაფიოდ გვამცნო, რომ თუკი რუსეთის მთავრობა არ შეიცვლება ისინი არ აპირებენ ამ თანხების მოცემას. თანხები მუდმივად იქნება გაყინული. შეიძლება, მალე ისიც გამოგვიცხადონ, რომ ამ თანხების კონფესკაცია მოხდება”, – აცხადებს ექსპერტ-ეკონომისტი.