ბლუმბერგი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და მილიარდერმა, მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი განცხადება საინფორმაციო სააგენტო “Bloomberg”-მა გაავრცელა.
ბლუმბერგის თქმით, ის მართლაც ფიქრობდა კენჭი ეყარა პრეზიდენტობაზე, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ამ იდეაზე უარი თქვა. მილიარდერი ასევე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ თუკი მონაწილეობას მიიღებდა აუცილებლად გაიმარჯვებდა.
“მე ვიცი, რაც არის საჭირო წარმატებული კამპანიის გასაშვებად და ყოველ დღე, როდესაც ახალ ამბებს ვკითხულობ, სულ უფრო და უფრო მიცრუვდება გული “თეთრი სახლის” არაკომპეტენტურობაზე. მე ვიცი, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, შეგვიძლია, გაცილებით მეტს მივაღწიოთ. და მჯერა, რომ დონალდ ტრამპს მოვუგებდი არჩევნებზე. მე, ასევე, კარგად ვაცნობიერებ, რამდენად რთულია გახდე დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი”,- აცხადებს ბლუმბერგი.
მისი განცხადებით, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.