სოფელ შამგონადან ოკუპანტებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
როგორც „კვირას“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აცხადებენ სუს-ში.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები