ზვიად კვაჭანტირაძე: გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის იმის პროტესტი, რა სიტუაციაშიც დღეს პარლამენტში ვართ

 

„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ“, – ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს მის მიერ მმართველი გუნდის დატოვების შესახებ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სასამართლოს თემა გახდა ერთ-ერთი „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“, რომელმაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.
„არ მინდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული თემა. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული მაქვს, სრულიად არ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, არჩევანი მქონდა. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი და ეს იქნება სწორი, ასევე, ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი მოვიტანეთ. მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მიიღეს და ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები