ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რამდენიმე ადამიანის წასვლისა, პარლამენტში „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
„უმრავლესობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი არსებობს, ვინც ფიქრობს და პოტენციურად სავარაუდოა, რომ უმრავლესობას დატოვებს. ასეთ ადამიანებზე პოზიციები წინასწარ იყო ცნობილი. განსხვავებული მოსაზრებები არაკონსტიტუციურ კანონზე დაფიქსირდა. მიუხედავად რამდენიმე ადამიანის წასვლისა, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები