სუს-ი: ცხინვალში უკანონოდ განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის საოკუპაციო ნაწილები პერმანენტულად უკანონო სამხედრო წვრთნებს ატარებენ

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, მთელი დღის განმავლობაში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის.
როგორც „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის საოკუპაციო ნაწილები უკანონო სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის საოკუპაციო ნაწილები პერმანენტულად უკანონო სამხედრო წვრთნებს ატარებენ. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურიბას“, – განუცხადეს „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობამ ე. წ. საზღვრიდან საკმაოდ მოშორებით, სოფელ ძევერაშიც გაიგო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლისა და აფეთქებების ხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სისტემატურად ისმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები