ვანო ზარდიაშვილი: ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა დემოკრატიული და გამჭვირვალე კონსტიტუცია მიიღო
დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მისივე თქმით, კობახიძის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა დემოკრატიული და გამჭვირვალე კონსტიტუცია მიიღო.
„კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა, რაც მიიღო ვენეციის კომისიის მიერ აღიარებული, ყველაზე ღირსეული, დემოკრატიული, გამჭვირვალე კონსტიტუცია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძესთან მიმართებით მსგავს შეფასებას არ ვიზიარებ. მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძე არის პატიოსანი, ღირსეული, სამშობლოს მოყვარული და კომპეტენტური ადამიანი. ხოლო ვინც ირაკლი კობახიძეს აფასებს, რომ ის არ არის კომპეტენტური, როგორც მინიმუმ, იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მისივე შეფასებით, გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლა დანაკარგი არაა.