თამარ ჩუგოშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, 26 თებერვალს, თამარ ჩუგოშვილი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში (FEMM) და ისაუბრებს თემაზე – „გენდერული თანასწორობა საქართველოში”.
თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს ელჩთან ბელგიის სამეფოში, ნატალი საბანაძესთან ერთად, უმასპინძლებენ ღონისძიებას – „დიალოგი გენდერული თანასწორობის თემაზე,” რომელსაც დაესწრებიან ბრიუსელში მოღვაწე დიპლომატები, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.
26-27 თებერვალს ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ხულორდავა შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები