“ძველებს იშორებენ, ახლები მოჰყავთ, რომ ახლებურად მოატყუონ მოსახლეობა, – კვიციანი „ქართულ ოცნებაზე“

ძველებს იშორებენ, ახლები მოჰყავთ, რომ ახლებურად მოატყუონ მოსახლეობა, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს.
„ტოვებენ უმრავლესობას, ტოვებენ ის ადამიანები, რომლებსაც ძველი გვარდია ჰქვიათ, ანუ რა ხდება, როგორი სიტუაციაა: ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი წვლილი არ აქვთ 2012 წელს გამარჯვებაში, ისინი დღეს იმარჯვებენ. ანუ ეს ყველაფერი იყო ფარისევლობა, სიცრუე, რომ სამართლიანობას აღადგენდნენ. მეშვიდე წელია და სამართლიანობა ვერ აღმდგარა. ვინც უკვე დარწმუნდა იმაში, რომ არ უნდა სამართლიანობის აღდგენა ბატონ ბიძინას და მის „კამანდას“, ტოვებენ უმრავლესობას, ადრეც უნდა დაეტოვებინათ. ძველებს იშორებენ, ახლები მოჰყავთ, რომ ახლებურად მოატყუონ მოსახლეობა“, – განაცხადა კვიციანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახენებთ „ქართული ოცნება“ ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები