„პრეზიდენტი პარლამენტში სხვა თემებთან ერთად, შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხზეც ისაუბრებს“

„პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, ასევე შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოიასწრფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 6 მარტს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.
„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში. შემდეგ უკვე რეგლამენტით გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლა, შეკითხვების ფორმატი, პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, ასევე შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხებზე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები