მუსლიმ ალ შიშანი: ჩატაევის მოქმედებას გამართლება არ აქვს

ჩატაევმა დაარღვია შეთანხმება, რომლის დაცვა ყველა მუსლიმს ევალება, თუნდაც ის არამორწმუნესთან იყოს დადებული, – ამის შესახებ სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაჯგუფება “ჯუნუდ აშ შამის” (“სირიის მებრძოლები”) მეთაური, მუსლიმ ალ შიშანი (მურად მარგოშვილი) გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ჩატაევის მოქმედებას გამართლება არა აქვს.
“ჩატაევის საქმე” განსაკუთრებულია. არ ვიცი, რატომ არ გაასამართლა ის ქუჩაში “კავკასიის ემირატმა” შარიათის სასამართლოთი. ვიცი, რომ დოკუ უმაროვმა თავის დროზე, უმკაცრესი ბრძანება გასცა, გარკვეულიყვნენ იმ ამბებში, რაც ლაფანყურში მოხდა და მკაცრად დაესაჯათ დამნაშავეები. ეს ადამიანი უკვე მკვდარია და არ მინდა, ამ შემთხვევის დეტალები წამოვწიო, თუმცა მოკლედ ვიტყვი: ამ კაცმა დაარღვია მთავარი ემირის ბრძანება, რომელიც ამბობდა, რომ არაფერი უნდა გაკეთებულიყო­ საქართველოში ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებდა. ამ კაცმა დაარღვია შეთანხმება, რომლის დაცვა ყველა მუსლიმს ევალება, თუნდაც ის არამორწმუნესთან იყოს დადებული. ამით უმადურობა გამოხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ის ერთ დროს ФСБ-ს, ფაქტობრივად, ხელიდან გამოგლიჯა. ჩატაევის მოქმედებას გამართლება არა აქვს”, – აცხადებს მუსლიმ ალ შიშანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები