რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური აღდგომის წინა პერიოდში, 11 აპრილს, 16:00 საათიდან 2026 წლის 12 აპრილამდე, ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება.
როგორც კრემლი აღნიშნავს, რუსეთი ელის, რომ უკრაინა მოსკოვის მაგალითს მიჰყვება და ასევე მხარს დაუჭერს აღდგომის ცეცხლის შეწყვეტას.
პუტინმა რუს ჯარებს მითითება მისცა, 11-12 აპრილს, აღდგომის ცეცხლის შეწყვეტის დროს, ყველა მიმართულებით შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, მაგრამ მზად იყვნენ მტრის ნებისმიერი აგრესიის დასაძლევად.