გია ვოლსკი: საქმე ვაქვს გარკვეულ პოპულიზმთან, როდესაც პოპულარული აზრი ისმის სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, გია ვოლსკის თქმით, მოცემულ სიტუაციაში, მთავარია შემუშავდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა დაინიშნონ მოსამართლეები.
​როგორც მან განაცხადა, პრობლემა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა კი არა, საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეა.

„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველად არ არის და არ მგონია, ეს არანორმალური მოვლენა იყოს. პრობლემა სხვა რამეა – საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე და სისწორე. ჩვენს შემთხვევაში, აქ საქმე ვაქვს გარკვეულ პოპულიზმთან, როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის ხმამაღლა და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება. მით უმეტეს, შემოტანილი კანონპროექტი არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. საგაზაფხულო სესიის ბოლომე უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლითაც უნდა დაინიშნონ მოსამართლეები, ეს არის მთავარი და პირველი ნაბიჯი. მერე პროცესების განვითარება ასეთი სწრაფი ტემპით, თითქოსდა, 2024 წლამდე დანიშვნა არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან – ესეც არასწორი ინფორმაციაა, რომელსაც საზოგადოება იღებს. პირიქით, ეს დააზიანებს ჩვენს სასამართლო სისტემას, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო სტანდარტით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები