“ბესელიას მოკავშირეები ის არასამთავრობოები გახდნენ, რომლებიც საზოგადოების ნაწილის აღქმით, “ნაცმოძრაობასთან” არიან გაიგივებულნი”

 

დღეს ეკა ბესელიას მთავარი მოკავშირეები ის არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ, რომლებიც ქართული საზოგადოების ნაწილის აღქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან გაიგივებული, – ამის შესახებ გაზეთი “ვერსია” წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დღეს ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან და სასამართლოს ნამდვილ ინკვიზიტორებთან ერთად ბჭობენ, როგორ „გადაარჩინონ ქართული მართლმსაჯულება“
“დღეს ეკა ბესელიას მთავარი მოკავშირეები ის არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ, რომლებიც ქართული საზოგადოების ნაწილის აღქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან გაიგივებული, გამოირჩევიან „ქართული ოცნებისა“ და სასამართლოს განსაკუთრებული კრიტიკით და ვისთანაც მანამდე თვითონაც მოჩვენებითად, მაგრამ რადიკალურად დაპირისპირებული იყო. დღეს ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან და სასამართლოს ნამდვილ ინკვიზიტორებთან ერთად ბჭობენ, როგორ „გადაარჩინონ ქართული მართლმსაჯულება“. ფაქტია, როცა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, პროცესი უკვე ოფიციალურად შეჩერებული იყო და ლოგიკურად, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან კავშირში არ იყო. როგორც ჩანს, ბესელიამ გუნდში გავლენა და ნდობა გაცილებით უფრო ადრე დაკარგა და ამის პირველი ნიშანი 2018 წელს, ბესელიას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან გაყვანა იყო. მეორე ნაბიჯი კი მისი ვიცე-სპიკერად გადაყვანა იქნებოდა (ეს ფაქტი თავადაც დაადასტურა და მისმა ოპონენტებმაც), მაგრამ მან, როგორც ამბიციურმა ადამიანმა, უარი თქვა ხავერდოვან გაყრაზე, მოჩვენებით დათანხმდა მიღებულ წინადადებას, სინამდვილეში კი დაელოდა ჯერ არჩევნების დასრულებას, მერე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების პროცესს და წინასწარ დაგეგმილი სცენარის განხორციელება დაიწყო”, – წერს “ვერსია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები