გიორგი გამსახურდია: მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორიის თავზე, რამდენიმე ფრენის მარშრუტი რომ დაკორექტირდა, ეს ყოფილა თურმე დანაშაული – ეს რიტორიკა ქონდათ დენდროლოგიური პარკის მშენებლობაზე, უფრო ადრე სამებაზე და თითქმის ყველა ობიექტზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ააშენა
“მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორიის თავზე, რამდენიმე ფრენის მარშრუტი რომ დაკორექტირდა, ეს ყოფილა თურმე დანაშაული,” – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეხმიანება “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.”
გამსახურდიას თქმით, ივანიშვილის მიერ აშენებულ და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ ყველა ობიექტზე, ოპონენტებს მსგავსი რიტორიკა ჰქონდათ.
“ეს რიტორიკა ქონდათ დენდროლოგიური პარკის მშენებლობაზე, უფრო ადრე სამებაზე და თითქმის ყველა ობიექტზე რაც ბიძინამ ააშენა და სახელმწიფოს აჩუქა.აი ამ გარეწრებს, რომლებიც ბიძინას აშენებულს თავისად იწერდნენ და მერე ყიდიდნენ კიდევაც.
მახსოვს აბასთუმანი, ერთი მიგდებული გასაყიდად გამზადებული დასახლებული პუნქტი იყო ნაცების დროს, ეხლა კიდევ, ვისაც თვალები აქვს, ავიდეს და ნახოს, დედამიწაზე სამოთხე დახვდებათ….” – წერს გამსახურდია.