პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ უფლებადამცველ ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
როგორც „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ზვიად კუპრავას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქმე ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივარს ეხება, რომელიც მან ზვიად კუპრავას წინააღმდეგ შეიტანა.
„მითხრეს, რომ თუ არ გამოვცხადდები ხვალ 12:00 საათამდე, დამაკავებენ. მოვიდნენ, მთელი დღე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ოფისში ვზივარ. მე არსად წასვლას არ ვაპირებ და ველოდები გამომძიებელს. ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის გამო, ბრალი წამიყენეს. არარსებულ საქმეზე მაკავებენ“, – აღნიშნა ზვიად კუპრავამ „კვირასთან“ საუბრისას.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, დაახლოებით, 2 თვის წინ მოხდარ ფაქტს ეხება.
ირაკლი ზაქარეიშვილი „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მას ზვიად კუპრავა და მასთან ერთად თანმხლები კიდევ ერთი პირი თავს დაესხა.
ადვოკატის თქმით, მას სასამართლოს ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები