ანზორ ქოქოლაძე: ხელისუფლებისა და „თი-ბი-სი ბანკის“ მოქმედებები ჩვენთან მიმართებაში იყო სინქრონში

„სააკაშვილი და ხაზარაძე ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის თქმით, ამის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.
„ამის უტყუარი მტკიცებულებები გაგვაჩნია. ამას არც უარყოფდნენ იმ დროს. მე კონკრეტულად მთავაზობდა ვახტანგ ბუცხრიკიძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ თუკი მე 9 მილიონ დოლარად მათ დავუთმობდი 51 პროცენტიან წილს „ელიტ ელექტრონიქსში“, მოაგვარებდნენ ხელისუფლებასთან ყველა პრობლემას, მათ შორის, ადეიშვილთან. ადეიშვილი შენ არ გენდობა. შემდგომში, მართლაც ისე გამოიკვეთა, სინქრონში ხდებოდა ყველა პროცესი, ანუ, ხელისუფლებისა და „თი-ბი-სი ბანკის“ მოქმედებები ჩვენთან მიმართებაში იყო სინქრონში. ამავდროულად, ბევრი შემთხვევებია, თუნდაც, თუ ავიღებთ „კონსტანტა ბანკის“ შემთხვევას. ჯერ დააპატიმრეს დამფუძნებელი, მერე ღამის 2 საათზე გამოიყვანეს საპატიმროდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე „თი-ბი-სი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში მიიყვანეს, ღამის 2 საათზე მოაწერინეს ხელი და 12 მილიონი კრედიტი გამოუყვეს, ხელისუფლებამ წაიღო ფული, ხოლო „კონსტანტა ბანკი“ „თი-ბი-სი ბანკმა“ წაიღო“, – აცხადებს ქოქოლაძე.
მისი თქმით, ასე მოხდა თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაშიც.
„პატიმარ კაცს 6 მილიონი გამოუყვეს კრედიტი, რომელიც პირდაპირ ნაციონალურმა რეჟიმმა წაიღო. ანალოგიური შემთხვევები ბევრია. ეს ისეთი შემთხვევებია, რომლის უარყოფა ძალიან ძნელია, არსებობს მტკიცებულებები და იმის მტკიცება, იყო თუ არა „თი-ბი-სი ბანკი“ ნაციონალურ რეჟიმთან, ერთმნიშვნელოვანია“, – ამბობს ანზორ ქოქოლაძე „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები