,,2 3 4“ – ეთერ თათარაიძის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

19 თებერვალს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში პოეტი ეთერ თათარაიძე წარადგენს ახალ პოეტურ კრებულს – ,,2 3 4“.
წიგნის რედაქტორისა და წინასიტყვაობის ავტორის იოსებ ჭუმბურიძის თქმით, ამ წიგნში, ეთერ თათარაიძის სხვა კრებულებისაგან განსხვავებით, თავმოყრილია მხოლოდ პოეტური მინიატურები – ორი-სამი და ოთხტაეპედები. ამ მინიატურულ და ლაკონიურ ფორმაში ჩატეულია პოეტის დიდი და მნიშვნელოვანი სათქმელი, მისი საქვეყნო ფიქრი, დარდი და სატკივარი.
,,2 3 4“ ორიგინალურია შინაარსობრივად და გრაფიკულადაც. წიგნის მხატვრულად გამფორმებელმა
მხატვარმა გიორგი წერეთელმა შეძლო წიგნის უჩვეულო სათაურის გრაფიკულად გარდასახვა და მხატვრის ხედვით განსხეულება.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები