დავით ზალკალიანი ტუნისელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

0

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ტუნისელ კოლეგას შეხვდა. დავით ზალკალიანმა და ჰამაეს ჯინაოუმ მიმოხილეს საქართველო-ტუნისის ურთიერთობები და დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის შეხვედრების სიხშირეს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის სამომავლო არეალების განსაზღვრას.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დადებითი შეფასება მიეცა ტუნისში განხორციელებულ დემოკრატიულ პროცესებს და რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ტუნისს ამ მხრივ საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს. ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის განვითარების პრიორიტეტულობას.
მინისტრებმა მიმოიხილეს გლობალური გამოწვევები, მათ შორის, ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ტუნისის მთავრობის მცდელობების მიმართ, აღკვეთოს ექსტრემიზმი და ძალადობის შემთხვევები და უზრუნველყოს სტაბილურობა ქვეყანაში.
ქართულმა მხარემ ტუნისს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი