დავით მათიკაშვილი: იურიდიულ კომიტეტს 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება

0

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტს 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება. როგორც დავით მათიკაშვილმა კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის განხილვისას განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება, პარლამენტში განსახილველად უახლოეს დღეებში შევა.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის მიმართაც კომიტეტი არის ადეკვატური და მას ამუშავებს, შესაბამისი პროცედურების დაცვით. დღეს სწორედ, საუბარი გვექნება სამოქმედო გეგმაზე. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი და კიდევ არაერთი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოვა, როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე, პარლამენტართა ინიციატივით. აღნიშნული კანონპროექტები განხილული იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, რის შემდეგაც მათ პლენარულ სხდომებზე გაიტანენ”,-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი