დავით ზალკალიანმა აურელია ფრიკი საქართველოში მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, კულტურისა და იუსტიციის მინისტრს შეხვდა.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა და აურელია ფრიკმა  ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მომოიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს შორის მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

დავით ზალკლიანმა მადლობა გადაუხადა აურელია ფრიკს საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო ფორმატებში აქტიური პოზიციისთვის.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის სფეროებში. დადებითად შეფასდა 2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს, როგორც EFTA-ს წევრ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა.
დავით ზალკალიანმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები