რუსთაველის გამზირზე 26 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

  ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციებისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება, რომელში მონაწილეობაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება.
12 ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს ერთიანი სცენარით აღნიშნავს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას; პირველი გიმნაზიის წინ “ყვავილების ზეიმის” ღონისძიება გაიმართება, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრების მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები მოეწყობა.
რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით. კულტურის სამინისტროს კარვებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ოსტატები მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება ორი მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათების შუალედში წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.
ამავე სცენებზე მოეწყობა 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.
15:00 საათზე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი: 1. იროკეზების გადაფრენა; 2. წვევამდელების შემოსვლა თავისუფლების მოედანზე და განლაგება სტუმართა ტრიბუნის წინ; 3. სახელმწიფო ჰიმნი; 4. ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა; 5. ფიცის დადების ცერემონია (190 წვევამდელი); 6. დროშების ფლეშმობი სამხედრო ორკესტრის თანხლებით; 7. კონკურსის “ჩემი ჯარისკაცი” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალა კონცერტი გაიმართა. 21:00 საათზე სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფოიერვერკებს.

10371093_255723204633870_755706815_o 10376354_255723304633860_1693053717_o 10376598_255723144633876_1057855704_o 10412176_255723184633872_854465247_o 10414322_255723327967191_1447537366_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები