სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, სპეციალური პროგრამა შეიქმნება
სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიზნით, სპეციალური მუნიციპალური პროგრამა შეიქმნება – ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან და მათ მშობლეთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, პრობლემებია სახელმძღვანელოებისა და სასმენი აპარატებით უზრუნველყოფის მხრივ. მხარდამჭერთა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე სხვა სპეციალურ საჭიროებებზეც ისაუბრეს.