“სასამართლო სისტემაში ერთი ჯგუფის მიერ ხდება სამხედრო გადატრიალების ტიპის სასამართლო გადატრიალება“

“საქართველოს სასამართლო სისტემაში ერთი ჯგუფის მიერ ხდება სამხედრო გადატრიალების ტიპის სასამართლო გადატრიალება“. – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ირმა ინაშვილი გამოცემასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„კულუარული ინფორმაციით, მურუსიძეები და ჩინჩალაძეები „ქართულ ოცნებას“ აშანტაჟებენ. თუ ისინი სისტემაში წამყვან ძალად არ დარჩებოდნენ, სასამართლო კოლაფსს მოახდენენ. კლანის წევრები, ძირითადად, ჩინჩალაძის ძველი თანამშრომლები და ნათესავები არიან, ანუ სასამართლო სისტემაში ერთი ჯგუფის მიერ ხდება სამხედრო გადატრიალების ტიპის სასამართლო გადატრიალება – კლანური ძალაუფლების სრული უზურპაციის მიზნით! ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა პროცესებთანაც გვაქვს საქმე. ეს არააა მხოლოდ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კრიზისი, ეს პროცესი უკვე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება“, – აცხადებს ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები