6 მაისის პარკში სპორტული მარათონი მოეწყო

    ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით 6 მაისის პარკში სპორტული მარათონი მოეწყო.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით,მარათონში მონაწილეობა სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა მიიღეს. 20-მდე ახალგაზრდამ ერთ კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. გამარჯვებულები საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ დაასაჩუქრა.
მარათონის დასრულების შემდეგ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. ბათუმის გამომგონებელთა კლუბის მოსწავლეებმა ევროკავშირის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს დროშის ფერებში გაფორმებული გემების ნურიგელის ტბაში გაშვებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები