საფლავებს ჭირისუფალი და სასაფლაოს ადმინისტრაცია მიხედავენ, – ამირან სალუქვაძე საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება

0

„საფლავზე დალევის მომხრე არ ვარ. მაგრამ, ადამიანებს ნაყიდი აქვთ ის მიწები და მათი საკუთრებაა გარდაცლილებიანად. დალევს იქ, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს, მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების“,- ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.
ექსპერტი მოქალაქე ანზორ ჯაიანის ინიციატივას გამოეხმაურა. ინიციატივის თანახმად, სასაფლაოებზე შესაძლოა საკვები პროდუქტების, ალკოჰოლისა და ყვავილების მიტანა აიკრძალოს.
“კანონები მივიღეთ საჯარო თავშეყრის ადგილებში სპირტიანი სასმელის დალევაზე და მაინც სვამენ. მაგას მივხედოთ. საფლავებს ჭირისუფალი და სასაფლაოს ადმინისტრაცია მიხედავენ.
სხვათაშორის, ყველა სასაფლაოზე ჭირისუფალი იხდის საფასურს საფლავების დასუფთავებაში.
უმჯობესია ქელეხების მავნე ტრადიცია გავაუქმოთ, სკოლებში ეთიკის და ქცევის ნორმები უფრო ეფექტიანად ვასწავლოთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (სხვებს ვერ დავავალდებულებთ) სოციალური რეკლამებისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო გადაცემებისთვის სათანადო დრო და რესურსი გამოჰყოს.
ქელეხია მავნე გადმონაშთი. დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ვახშამზე ოჯახის წევრებს გარდა არავის მისვლა არაა საჭირო. რაღაც უაზრო წესები შილას ჩამოვლამდე რომ ელოდებიან და…
ის რომ საფლავზე იქნები თუ ღამის კლუბში, ოჯახში თუ რესტორანში, არ უნდა გამოსკდე ღვინით, არ უნდა დაანაგვიანო და საზოგადოება არ შეაწუხო, ელემენტარული ნორმაა.
გადაცემის ანონსი ვნახე. დანარჩენს ვნახავ გადაცემაში რა ნორმების ინსტრუქციებს წაგვიკითხავენ”, – წერს ფეისბუქში სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა რეგისტრაციაში მიიღო.
ჯაიანი მიიჩნებს, რომ სასაფლაოებზე საკვები პროდუქტების, ალკოჰოლისა და ყვავილების მიტანის აკრძალვა მიცვალებულების პატივისა და ღირსების უფლების დაცვის იდეას ემსაზურება. მოქალაქე ყურადღებას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუნჯობესებაზეც ამახვილებს.

კომენტარები

კომენტარი