პრეზიდენტი ქუთაისში ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო

ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტმა გაბაშვილის გორა დაათვალიერა და ქართულ-პოლონური ერთობლივი, არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ პრეზიდენტს ქართულ-პოლონური არქეოლოგიური პროგრამის შესახებ, ექსპედიციის ფარგლებში, ინფორმაცია მიაწოდა. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და გულისხმობს იმას, რომ არქეოლოგიურად დადგინდეს ქალაქ ქუთაისის ისტორიული საზღვრები. ასევე, ქვის ხანის პერიოდიდან დღევანდლამდე, განვითარების რა გზა გაიარა ქალაქმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილი წარდგენილ იქნეს იუნესკოში, როგორც ურბანული ძეგლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები