ანი ნადარეიშვილი: დათა ახალაია ლიეჟში​ საერთოდ არ იმყოფება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე – ანი ნადარეიშვილი კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დათა ახალაია ლიეჟში საერთოდ არ იმყოფება.
“დათა ახალაია საერთოდ არ იმყოფება ლიეჟში​. ბექა გოგოსაშვილი, ან მიზანმიმართულად ავრცელებთ ტყუილებს, ან, ვწუხვარ, მაგრამ ჰალუცინაციები გაქვთ”, – წერს ანი ნადარეიშვილი.
ქართველი ემიგრანტის, ბექა გოგოსაშვილის ინფორმაციით, გუშინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟშის სამართალდამცველებმა გია უდესიანი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი – დათა ახალაია დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბექა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გუშინ პოლიცია ორი ბუსიკით შევარდა პრიმარკის პარკინგზე. დათა ახალაია და უდესიანი აიყვანეს. ჩვენ აქეთ ვიდექით და მერე ბიჭებმა მითხრეს, შავი სპეცნაზიც ჰყავდათ გარეთ, რესტორანთანო და კიდევ ორი ქართველი დაიჭირესო. მთელი ღამის მანძილზე ვირბინეთ, არავინ არაფერს იძახის. აქ, ლიეჟში არ გააჩერებდნენ მაგათ და ბრიუსელში წაიყვანდნენ. ვინც ხართ ბრიუსელში, იქნებ გაარკვიოთ რამე. ჩვენ აქ ვარკვევთ”, – წერს ბექა გოგოსაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები