როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ახალაია-უდესიანის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიეჟში გია უდესიანისა და დათა ახალაიას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ასევე, ოსამა ბინ ლადენის სული შენიშნეს კონგრესთა დარბაზში, ეს ჩაპო გუზმანი კოკაინს ყიდდა იქვე და ბოკა ჰარამის ტერორისტთა ჯგუფმა მძევლად აიყვანა რობერტო მავანი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ქალაქ ლიეჟში ქართველების, კონკრეტულად კი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია ბელგიაში მყოფმა ემიგრანტებმა გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები