სააკაშვილმა აჭარაში მოდელირებული მთავრობა Skype-ით დააკომპლექტა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, უკვე მიემგზავრებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, სადაც კვირას მიხეილ სააკაშვილი მიგრანტებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ჩანს, იქ საქართველოდან ჩასულიც ბევრი იქნება.

ლიეჟის სტუმართა შორის  ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილ აჭარის ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრებსაც ვიხილავთ. მიხეილ სააკაშვილმა მისი საკუთარი მოდელირებული მთავრობა Skype-ით შექმნა და თანაგუნდელები მაღალ თანამდებობებზე უკვე დაასაქმა.

საინტერესოა, ვინ არიან სააკაშვილის რჩეულები აჭარაში. აღმოჩნდა, რომ იქ მას საპატრულო პოლიციის უფროსიც ჰყავს და შინაგან საქმეთა მინისტრიც. ყოფილი პრეზიდენტის ახალ თამაშში ანალიტიკოსები საფრთხეს ხედავენ და პარალელს არცთუ  შორეულ წარსულთან ავლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები